1984
დაიღუპა2008
წოდებაკაპრალი
დაჯგუფებათერთმეტ აგვისტოს შინდისში, მტრის ალყაში მოქცეული ნიკოლოზ ფორჩხიძე, გმირულად დაეცა სამშობლოს მიწაზე. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოდა მისი ბატალიონი რუსულ არმიას. ქართველი გმირები მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპნენ. შინდისი დღეს მათ ხსოვნას ინახავს. ნონა ფორჩხიძე, დედა: `პირველად 7 აგვისტოს დაგვირეკა, დაგვამშვიდა, გვითხრა ყველაფერი კარგად არისო. არადა ამ დროს თურმე ჯარისკაცები ცხელ ხაზზე გადაჰყავდათ და ზესტაფონი-თბილისის გზაზე გადადიოდნენ. ჩემი მული ამ დროს თბილისში მიდიოდა. მან არაფერი იცოდა ომის დაწყების შესახებ. ჯარისკაცები, რომ დაუნახავს გაჰკვირვებია, რა ხდებაო. ამ დროს ნუკრის დაურეკავს მასთან და სრულიად შემთხვევით გაუგიათ, რომ ერთ გზაზე იყვნენ. ნუკრის ასე უთქვამს მამიდასთვის, ო..........
1985
დაიღუპა2008
წოდებაკაპრალი
დაჯგუფებაერთ-ერთი პირველი, ვინც ცხინვალის დაბომბვისას დაიღუპა, კაპრალი გიორგი ქათამაძეა. ის მედიკოსი იყო და დაჭრილი სამხედროებსა თუ მოსახლეობას ეხმარებოდა. გიორგი ქათამაძე 1985 წლის 12 მარტს, ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამურში დაიბადა, სკოლის დასრულების შემდეგ კი ცოლად თანასოფლელი მზევინარ გოგრაჭაძე შეირთო. მზევინარ გოგრაჭაძე, მეუღლე: „მე და გიორგი დიდხანს ვხვდებოდით. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. სკოლის დასრულების შემდეგ გავიპარეთ. ყოველთვის თბილი და მოსიყვარულე იყო. მისგან ყოველთვის დადებითი მუხტი მოდიოდა. პირველი შვილი, ბექა 2006 წელს შეგვეძინა, ძალიან უხაროდა, შემდეგი შვილი გოგონა იყო, მეგი დავარქვით. შვილები ძალიან უყვარდა, ყველაფერს მათთვის აკეთებდა. გიორგის ყ..........
1987
დაიღუპა2008
წოდებაკაპრალი
დაჯგუფებასოფელ შინდისს მტრის ჯარი და მძიმე ტექნიკა მიადგა. რუსული საოკუპაციო ჯარი ოსურ ბანდფორმირებებთან და იამადაევის ჩეჩნურ ბატალიონთან ერთად ებრძოდა ქართველ სამხედროებს. ძალები არათანაბარი იყო, ქართველი ჯარისკაცები მაინც უწევდნენ წინააღმდეგობას ოკუპანტებს. იმ დროს, როდესაც შინდისის 12 გმირი მტრის მასირებულ ცეცხლს ცეცხლითვე პასუხობდა, მესამე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის რვა მებრძოლი სოფელში მდებარე ერთ-ერთ შენობაში აპირებდა გამაგრებას. რამდენიმე წუთში შენობა რუსულმა მოიერიშემ დაბომბა. საავიაციო ჭურვმა 23-ე ბატალიონის კაპრალი, 20 წლის ავთანდილ ქამაშიძე და მისი თანამებრძოლები იმსხვერპლა. ავთანდილ ქამაშიძე ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბანში 1987 წლის 25 ნოემბერს დაიბადა. ის ოჯახში მესამე შვი..........
1988
დაიღუპა-
წოდებაკაპრალი
დაჯგუფება9 აგვისტოს როკის გვირაბთან დაეწია ტარიელ ქამაშიძეს სნაიპერის ტყვია. სამშობლოსთვის ბრძოლაში დაეცა კიდევ ერთი ქართველი, რომელიც სულ რაღაც 20 წლის ასაკში, უკვე გმირი გახდა. ზეინაბ ქამაშიძე, დედა: `მწარედ მახსენდება, ბოლოს სახლიდან რომ გადიოდა, როგორც ყოველთვის, ყველას გამოემშვიდობა. ქუჩიდან გამოიხედა და სახლს შეავლო თვალი... 20 წლის დაიღუპა... ვერ ვპოულობდით... ბოლოს ჩემმა მეუღლემ დეენემის ანალიზი ჩააბარა და სამი თვის შემდეგ, საზარელი პასუხი მოვიდა... ძმათა სასაფლაოდან, ოქტომბერში გადმოვასვენეთ... როგორც ჩემი შვილის მეგობრები ყვებიან, სამ ჯგუფად გაუნაწილებიათ. სნაიპერს უსვრია ტარიელისთვის. მაგრამ კონკრეტულად სად და რა ვითარებაში დაიღუპა ჩემი შვილი, მარტო ღმერთმა იცის... გადმოცემით ვიცით..........
1985
დაიღუპა2008
წოდებაკაპრალი
დაჯგუფებამას მტერმა სამშობლოსთვის სამსახური არ დააცალა. სულ სამი თვე მოუწია ჯარში ყოფნა და… მტრის ბომბმა სიცოცხლეს გამოასალმა… მხოლოდ დედ-მამა მიასვენებდა დაბომბილი ქალაქიდან დედულეთში… ოთარ ქარელი გორში დაიბადა, 1985 წლის 17 სექტემბერს. მშობლებისთვის პირველი შვილი იყო. მოგვიანებით მისი ძმაც გაჩნდა – გიგა. ახლა გიგა 20 წლისაა… ოთო დამჯერი, მაგრამ მაინც ხიფათიანი ბავშვი ყოფილა, ხალისიანი ბავშვობა ჰქონია. „სკოლის პერიოდში იმდენი მეგობარი ჰყავდა, ხანდახან სახლში რომ ამოჰყავდა, ჩვენი ადგილი აღარ რჩებოდა… დიდი იუმორის პატრონი იყო და ყველას უყვარდა, ღიმილის ბიჭს ეძახდნენ“, – იხსენებს თვალცრემლიანი დედა… სკოლაში კარგად სწავლობდა, სპორტს მისდევდა. დედა: „6 წელი კარატეზე დადიოდა, ძალიან უყვარდა თავისი მ..........