1987
დაიღუპა2008
წოდებაკაპრალი
დაჯგუფებადაიბადა 1987 წლის 23 დეკემბერს. ხობში, დაამთავრა სოფელ ქვემო ქვალონის სკოლა. ოჯახში მეორე ბიჭი იყო, მის შემდეგ კიდევ 2 ბიჭი შეეძინათ. ოთხი ძმა იზრდებოდა ერთად და როგორც დედა იტყვის, მათი წაკინკლავებაც არ ახსოვს. დედა: `საოცრად მშვიდი ბავშვი იყო. გაბრაზებული არავის გვინახავს. მასწავლებლებს ძალიან უყვარდათ. ერთხელ, მე და ბებიამისს კანფეტები მოგვიტანა სკოლიდან, მასწავლებელს ბავშვები გაუშვია კლასიდან და გოგიტასთვის ბღუჯა კანფეტები მიუცია... ხელმარჯვე ოსტატივით იყო, ყველაფერი ეხერხებოდა. სკოლა სახლიდან ძალიან შორს, დაახლოებით 2 კილომეტრში იყო, მეზობლად მისი თანაკლასელი გოგონა ცხოვრობს, სულ მასთან ერთად დადიოდა სკოლაში. წვიმიან ამინდში გზები საშინლად ტალახდებოდა, აუარებელი გუბეები დგებოდა. ეს გოგო..........
1984
დაიღუპა2008
წოდებაკაპრალი
დაჯგუფებაროცა მის წინ მიმავალი ტყვია-წამლით დატვირთული მანქანა აფეთქდა, ის, ამ მანქანაში მსხდომი ბიჭების გადასარჩენად გაიქცა, თუმცა ალმოდებულ მანქანასთან მიახლოებისას მეორე აფეთქებამ 23 წლის კაპრალი, გიორგი ღვინიაშვილი იმსხვერპლა... გიორგი 1985 წლის 17 ივლისს დაიბადა და 23 წლის შემდეგ 7 აგვისტოს თავი სამშობლოს შესწირა... გარდაცვალემაბდე რამდენიმე თვით ადრე კი, ორსულ მეუღლეს კონსპექტების რვეულში წერილი დაუტოვა, რომელიც ლია ბერიძემ გიორგის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ აღმოაჩინა... ჩემს საყვარელ მეუღლეს, ლიკას! 20.04.2008 ლიკა, ჩემო სიცოცხლე, შენით მიხარია სიცოცხლე და იმ პაწუათი, რომელიც მუცელში ფართხალებს. მე თუ წამიყვანეს ერთი თხოვნა მაქვს, თავს გაუფრთხილდი და პატარას, ბავშვი გამიზარდე ის..........
1987
დაიღუპა2008
წოდებაკაპრალი
დაჯგუფებაცხინვალში, ბრძოლის ველზე გმირულად დაცემული გმირის ცხედარს, გადმოსვენების მერე გულის ჯიბეში მობილური ტელეფონის სიმბარათი უპოვეს. ბარათზე მხოლოდ ერთი ნომერი ეწერა, უსახელოდ – „მხოლოდ შენ“. მასთან დარეკეს. ის გოგონა იმ ჯარისკაცის საცოლე იყო. ის ჯარისკაცი - სოსო ღვინიაშვილი. სოსო მხოლოდ 20 წლის იყო... თვალცრემლიანი დედა გაიხსენებს, რომ სოსო ბავშვობიდანვე ხიფათიანი იყო, ზედმეტად ცელქი, მოუსვენარი და ამავე დროს, ყველა ხიფათიდან მშვიდობით გამოდიოდა... თვალცრემლიანი დედა იტყვის, რომ ომის შემდეგ, როცა არ ჩანდა და როცა ვეძებდით, ყველანი დარწმუნებული ვიყავით, რომ დაბრუნდებოდა... ლია ღვინიაშვილი, სოსოს დედა: „მეშვიდე კლასამდე ხუთოსანი იყო. მერე სიყვარულის წლები დაუდგა და ცოტა გაცელქდა. სულ შეყვარებუ..........
1974
დაიღუპა2008
წოდებაკაპრალი
დაჯგუფებაის 2007 წლიდან მსახურობდა ჯარში, მაგრამ სულით მუდამ სამშობლოს ჯარისკაცი იყო – ერთადერთ ვაჟკაცს სამშობლოს სიყვარულს უნერგავდა, ხარობდა თავისი ერთი მუჭა ბედნიერებით, სანამ მტერი არ დაესხა ჩვენს ქვეყანას... გიორგი ღვინჯილია 1974 წელს დაიბადა ფოთში. ფოთში დაამთავრა სკოლა, პროფსასწავლებელი, სავალდებულო სამსახურსაც ფოთში იხდიდა. 2007 წელს კონტრაქტი დადო. მსახურობდა ფოთში, იყო კაპრალი, ირიცხებოდა სწრაფლმავალი კატარღის „შავი ზვიგენის“ ჯგუფში. ლელა ჟვანია: „მეშინოდა და ხშირად ვეუბნებოდი, კონტრაქტს რომ ვადა ამოეწურება, აღარ გააგრძელო- მეთქი... სწყინდა, ასე ნუ მეუბნები, მე სამშობლოს სიყვარულის გამო ვარ ჯარში, თორემ ხელფასი სხვაგანაც მექნებოდაო. უსაზღვროდ უყვარდა თავისი ქვეყანა... ძალიან მოსიყვა..........
1989
დაიღუპა2008
წოდებაკაპრალი
დაჯგუფებადედამისს შავები არ ჩაუცვამს და არც აპირებს ჩაცმას – რადგან არ სჯერა, რომ ის მკვდარია... ნიკა ყალაბეგიშვილი ომში რომ წავიდა, 18 წლის იყო. ნოემბერში 19-ის უნდა გამხდარიყო. დეენემის პასუხის თანახმად, მის ცხედარს ზემო ნიქოზში მიაკვლიეს, სადაც 8 აგვისტოს დაბომბვისას დაიღუპნენ ბიჭები. გმირობამდე სულ ერთი მტკაველი სიცოცხლე განვლო. 18 წელი. მის თავგადასავალში, გმირობამდე, არაფერია უჩვეულო, გამორჩეული. წყნარი, ჩუმი ბიჭი ყოფილა. უყვარდა კომპიუტერი, კითხულობდა წიგნებსაც. ბოლოს კარატეთი დაინტერესებულა, ყიდულობდა წიგნებს, კითხულობდა, მერე ერთი წელი ვარჯიშობდა კიდეც კარატეში. ეს იყო ჯარში წასვლამდე. დოლი ყალაბეგიშვილი, დედა: „ძალიან ჩვეულებრივი ბავშვი იყო, წყნარი. ჯარში არავის გაუწვევია, თვითონ მოინდო..........