ყულოშვილი ერეკლე ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1978

დაიღუპა

2008

წოდება

კაპიტანი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ერეკლე ყულოშვილი – მეოთხე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიის მეთაური – გმირულად დაეცა ცხინვალის მისადგომებთან. ნიკუშა უმამოდ გაიზრდება, მაგრამ მას მამის მაგალითი გაზრდის – საზღაპროდ ექნება მამის ბრძოლა და ომები. ნიკუშას ისევე მოუყვებიან მამის გმირობას, როგორც დღეს უყვებიან აგვისტოს ომამდელ თუ აგვისტოს ომის ამბებს – დედამისს. მეუღლე ნინო კანდელაკი: „ერეკლეს ძალიან კარგად ვიცნობდი. ვიცოდი მისი ჯილდოების შესახებაც, 2004 წელს მიღებული ჰქონდა მედალი მხედრული მამაცობისთვის; და ამავე წელს – გორგასლის მესამე ხარისხის ორდენი, სამაჩაბლოს მოვლენების გამო; არაერთი სიგელი და ჯილდო... ეს ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ მე ჩემი მეუღლე, როგორც სამხედრო, სწორედ მისი დაღუპვის შემდეგ გავიცანი. ხალხმა რამდენ..........

შაინიძე ამირან მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1978

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ერგნეთთან ჩამოგდებულ ჭურვს ემსხვერპლა 30 წლის ამირანი. უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ებრძოდა სიკვდილს, მაგრამ ჭრილობა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მოწამლული ჭურვის ნამსხვრევი თვალთან ჰქონდა მოხვედრილი. მეგობრებმა ბრძოლის ველს გაარიდეს, მაგრამ სიკვდილს ვერ გადაურჩა. კალანდაძე ნათია, მეუღლე: „ 6 აგვისტოს დილას გავიდა სახლიდან. როგორც ყოველთვის, იმ დღესაც ჩვეულებრივ გვითხრა, საღამოს სახლში ვიქნებიო... საღამოს კი სენაკიდან დამირეკა და მითხრა, ვეღარ მოვდივარ ნაწილიდან, გავდივართ, ომი დაიწყოო. ვერ ვიჯერებდი, მეგონა მატყუებდა... ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი. იმ წუთიდან 24 საათი ტელეფონი მეჭირა ხელში და მასთან დაკავშირებას ვცდილობდი, მაგრამ ამაოდ. ვერც მის მეგობრებს დავურეკე...........

შაინიძე ასლან ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1985

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ჯემალ შაინიძეს სამი ვაჟი ჰყავდა, სამივე ჯარისკაცი, სამივე რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდა აგვისტოს ომში. მამამ ბოლოს ისინი პატარა ძმის დაბადების დღეზე ნახა თავშეყრილები – 2008 წლის 22 ივნისს. სამ ძმას ერთად ვეღარავინ ნახავს – უფროსი, ასლან შაინიძე გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე ცხინვალის მისადგომებთან... ასლან შაინიძე 1985 წელს, ხულოს რაიონის სოფელ წაბლანაში დაიბადა. 3 წლის იყო, სოფელს სტიქია რომ დაატყდა თავს და ოჯახი ბოლნისის რაიონში, სოფელ დისველში ჩაასახლეს. ჯემალ შაინიძე: „წყნარი, თბილი, საყვარელი ბავშვი იყო, ყველასთან იოლად ნახულობდა საერთო ენას. ცხრა კლასი სოფელში დაამთავრა და რადგან სოფელში სრული საშუალო სკოლა არ იყო, ისევ მშობლიურ სოფელში წავიდა. აჭარაში. ჩემი მშობლები ისევ იქ ც..........

შაინიძე გიორგი მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1982

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

მტერს ზემო ნიქოზიდან უტევდა. ოცეული ახალ პოზიციას იკავებდა. გიორგი შაინიძე მეტყვიამფრქვევის უკან მიდიოდა. სწორედ მეტყვიამფრქვევისთვის გამიზნულ ტყვიას ემსხვერპლა _ უცებ, სნაიპერმა სროლა დაიწყო, სამიზნეზე მეტყვიამფრქვევე ჰყავდა ამოღებული, მეტყვიამფრქვევემ გვერდით გადახტომა მოასწრო და ტყვია შაინიძეს მოხვდა. ჯარისკაცმა გიორგი შაინიძემ, 3 აგვისტოს, ირინა მიქელაძე დანიშნა. ბანკიდან კრედიტი გამოიტანა ქორწილისთვის, დედას ჩააბარა - `დედი, აბა შენ მიხედე საქმეს, მე არ მცალია ამ ყველაფრისთვისო...~ შინიდან ბოლოს 7 აგვისტოს გავიდა _ ომში წავიდა. დედას უმალავდა... `დედი, ირინას უთხარი კვირას ჩამოვალ და საქორწინო კაბის საყიდლად წავალთო.. სნაიპერის ერთმა ტყვიამ ქორწილი ჩაშალა. გიორგი შაინიძე 1982 წლ..........

შაინიძე ვაჟა მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1982

დაიღუპა

2008

წოდება

სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ცხინვალში იყო, საქართველოს მიწაზე, სამშობლოს იცავდა რუსული აგრესიისგან. ბოლომდე გაშმაგებით ებრძოდა მტერს.. ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა, ცხინვალის მიწაზე დაიღვარა მისი სისხლი – ქართული, პატრიოტული, ვაჟკაცური, გმირული. წოდებით უმცროსი სერჟანტი იყო. ირინა შაინიძე, მეუღლე: „ომში რომ მიდიოდა, მიმალავდა. „სენაკში ვარ, არ მივდივარ ომშიო“... არადა ამ დროს უკვე ცხინვალში ყოფილა. ბოლოს სახლიდან 4 აგვისტოს გავიდა, არ უყვარდა, რომ ვაცილებდი. იმ დღეს დილის 5 საათზე ადგა და რომ გადიოდა, მთხოვა, გამაცილეო. ძალიან გამიკვირდა, მიჩვეული ვიყავი, რომ არ ვაცილებდი, ბავშვს დედაშენს დავუტოვებ და გამოგყვები-მეთქი. არა, მინდა, რომ შენ და ბავშვი ერთად იყოთო. ვკითხე, ასე რატომ მელაპარაკები- მეთქი? თან ჯვარი ჰქონდა..........