შეყლაშვილი ილია მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1984

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

კაპრალი ილია შეყლაშვილი შინდისში დაღუპული გმირებიდან ერთ-ერთია. სნაიპერის ტყვია მას მაშინ დაეწია, როდესაც დაჭრილი თანამებრძოლები შუა ცეცხლიდან გაჰყავდა. „მკერდით იცავდა ხალხს, დაჭრილები გამოჰყავდა, გმირულად იბრძოდა“ - თანამებრძოლების ნათქვამი ამ სიტყვებით ინუგეშებს ილიას ოჯახი თავს. მათ იციან, რომ ილია სამშობლოსთვის დაღუპული გმირია. აკაკი შეყლაშვილი, ძმა: „11 აგვისტოს შინდისში 17 დაღუპული ბიჭიდან ერთ-ერთი იყო. ერთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. სნაიპერმა ესროლა. 10 რიცხვში რამდენჯერმე მამაჩემთან დაურეკავს. მას მერე ვეღარ დავუკავშირდით. 11-ში რომ დავრეკეთ, გვითხრეს დაიღუპაო. 15-ში ღამე გადმოვასვენეთ თბილისში. მასთან ერთად ვინც იყვნენ, ის ბიჭები გვიყვებოდნენ მერე, გმირულად იბრძოდაო, ბევრი გადაუ..........

ჩადუნელი დევი მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1981

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ასე ადვილად არ მოვკვდები, ხომ იცით, დევი ვარო, უთქვამს ბიჭებისთვის და მათ ხელში დაულევია სული. 9 აგვისტოს დაეცა დევი ცხინვალში, ტაძრის კედელთან... მძიმედ დაჭრილი მეომრებს სთხოვდა, დამტოვეთ და წადითო... არ დატოვეს მტრის ხელში. ჩადუნელი დალი, და: სახლიდან ბოლოს 5 ივლისს წავიდა ვაზიანში. ეზოს კარს რომ მოსცილდა, უკან სამჯერ მოიხედა. 5 აგვისტოს ველაპარაკე ჯერ ომი არ იყო დაწყებული და მითხრა: ვაზიანში ვარო. ამერიკელები არიან და წვრთნებს გავდივართო, ერაყში მიდიოდა. მოიკითხა ყველა. დედასაც დაურეკა, მაგრამ უფრო ხშირი ურთიერთობა ჩემთან ჰქონდა. ერაყში გამგზავრების წინ გორის ჰოსპიტალში შემოწმებაზე წაიყვანეს, მაგრამ რუსები შემოიჭრნენ და ეს ბიჭები პირველ ხაზზე გაუშვეს ცხინვალში. ტელევიზორს ვიყავით მიჯა..........

ცერცვაძე მიხეილ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1978

დაიღუპა

2008

წოდება

სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

მამა ზეღდულეთის სკოლის დირექტორი იყო, დედა – ფიზიკის მასწავლებელი. პედაგოგი მშობლების შვილი, უზომოდ ცელქი, მაგრამ ჭკვიანი და წარჩინებული მოსწავლე იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯერ გორის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა პურისა და საკონდიტრო ნაწარმის ტექნოლიგიის ფაკულტეტზე და ბოლოს, თბილისში განაგრძო სწავლა. „გეპეის“ დამთავრების შემდეგ ზეღდულეთში გამგებლის მოადგილედ დანიშნეს, ცოტა ხანში კი სოფლის თავკაცი გახდა. ნინო ფსუტური, მიხეილის მეუღლე: „სულ სამი წელი ვიცხოვრეთ ერთად... ერთმანეთი გორში, 2005 წელს გავიცანით. დეიდამისის სახლთან ახლოს ვცხოვრობდი და იქ ხშირად მოდიოდა. იმდენად დადებითი პიროვნება იყო, რომ ძალიან მალე შევუღლდით. შეყვარებულობის პერიოდი ერთი წელიც არ გაგრძელებულა, 7-8 თვე იყო..........

ციცქიშვილი ვალერი მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1988

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

თერთმეტ აგვისტოს ბროწლეთში დაიღუპა. წინა დღით, ცხინვალის შეტაკებისას, ფეხში დაჭრილ ვალერი ციცქიშვილს თანამებრძოლები სთხოვდნენ, ცხელ წერტილს გაგარიდებთო, მაგრამ მისგან უარი მიუღიათ, ბრძოლის ველის დატოვება არ უნდოდა, მაშინ, როცა იქ მისი მეგობრები ტყვიებს მკერდს უშვერდნენ. მის დანაყოფს თავი სოფელ ბროწლეთში ერთ- ერთი შენობისთვის შეეფარებინა. შენობის დაბომბვას ვალერის რამდენიმე თანამებრძოლი შეეწირა. მძიმედ დაჭრილი ციცქიშვილი სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს. თუმცა ვალერი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა... ლამზირა ციცქიშვილი, დედა: „7 აგვისტოს ისე წავიდა სახლიდან, რომ ვერც გავიგეთ... არ ვიცი, იქნება და მართლაც გული უგრძნობდა რამეს და მაგიტომ არ დაგვემშვიდობა არავის... ახალგაზრდა ნათ..........

წილოსანი ემზარ ვახტანგ გორგასლის ორდენი - III ხარისხი
დაიბადა

1978

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ემზარი 29 წლის იყო, როცა მტერთან უთანასწორო ბრძოლაში სამშობლოსთვის გმირულად დაეცა. თეონა წილოსანი, მეუღლე: „1978 წლის 7 ოქტომბერს, ქალაქ ლანჩხუთში დაიბადა. პირველი შვილი იყო. ერთი და ჰყავს... სკოლაში კარგად სწავლობდა... სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში გაიწვიეს. სავალდებულო სამხედრო სამსახური ლანჩხუთის ბაზაზე მოიხადა. ერთმანეთი 2006 წელს გავიცანით. თავიდან მობილურით ვკონტაქტობდით, მერე ერთმანეთს შევხვდით, ერთ შეხვედრას მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე და ბოლოს დავქორწინდით... ორი წელი და ერთი თვე ვიცხოვრეთ ერთად. პირველი ბიჭი შეგვეძინა, მეორე – გოგო... მეორე ბავშვი ომამდე ერთი თვით ადრე გაჩნდა. შვებულება ჰქონდა აღებული და ერთი თვე ჩვენთან გაატარა. ძალიან ბედნიერი იყო, სამომავლოდ ბევრი გეგმა ჰქონ..........