ჭედია გელა ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1978

დაიღუპა

2008

წოდება

მაიორი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ლუკა ჭედია სულ ორი წლისაა და უკვე მაიორის სამხედრო ფორმა აცვია, დიდი სევდიანი თვალებით კი ყველგან მამას ეძებს. მამა – მაიორი გელა ჭედია გმირულად დაიღუპა 2008-ში, 9 აგვისტოს. სწორედ მას სურდა და აპირებდა, რომ თავის პატარა ბიჭისთვის სამხედრო ფორმა ჩაეცმია. მშობიარობას თავად დაესწრო და როცა ვაჟიანობა ახარეს, უთქვამს, კიდევ ერთი ჯარისკაცი შეეძინა საქართველოსო. ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, პატარა ლუკას სამხედრო ფორმა ვერ შეუკერა... გმირულად დაღუპული გელა ჭედია ვერც იმას მოესწრო, რომ ბიჭს მისთვის მამა დაეძახებინა. ბიჭი მარტო დედას ამბობდა. გელა ჩასჩიჩინებდა: „მა- მა“, „მა-მა“... მერე იყო ომი. ომამდე კი – ცხოვრება. მარტვილის რაიონში გატარებული ბავშვობა და იმთავითვე აღებული პასუხისმგებლობა პატარა ძმ..........

ჭელიძე მერაბ ვახტანგ გორგასლის ორდენი - II ხარისხი
დაიბადა

1975

დაიღუპა

2008

წოდება

სამედიცინო სამსახურის სერჟანტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

არც პროფესიულ ფიცს უღალატა და არც სამშობლოსთვის მიცემულ პირობას. ქართველი მეომრების სიცოცხლის გადასარჩენად ომში წავიდა. სამხედრო ნაწილის ექიმი იყო და ბოლომდე მოიხადა საკუთარი ვალი ქვეყნის წინაშე. მერაბ ჭელიძე თანამებრძოლებს უხვევდა ჭრილობებს, როცა აფეთქება მოხდა. მისი ტრავმა სასიკვდილო აღმოჩნდა. მერაბ ჭელიძე 9 აგვისტოს რუსული ჭურვის აფეთქებისას დაიღუპა. ნათელა ჭელიძე, დედა: „რუსეთ-საქართველოს ომში საკუთარი სურვილით წავიდა. ხელვაჩაურის რაიონში სამხედრო ნაწილში ექიმად მსახურობდა. პროფესიით ექიმი იყო. აგვისტოს დღეებში, რომ გაიგო ჯარისკაცები გორში მიდიოდნენ, არც კი დაფიქრებულა ისე წავიდა თავისი მოვალეობის შესასრულებლად. როცა ტელეფონით გვიკავშირდებოდა, სულ გვამშვიდებდა და გვეუბნებოდა: „კარგად..........

ჭითანავა გოგა მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1987

დაიღუპა

2008

წოდება

რეზერვისტი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

ოცი ნაბიჯიღა იყო სანგრამდე... და ოცის ნაცვლად ერთი ნაბიჯი გადადგა - უკვდავებისკენ... ომის დროს, რეზერვში რომ გამოიძახეს, ვეღარავინ შეაკავა. დედა ემუდარებოდა არ წასულიყო. მისთვის ეს მიუღებელი იყო – როგორ? დავიმალოო?! ბიჭები იქ არიან და თვალებში როგორ შევხედოო... 8 აგვისტოს გაიხურა სახლის კარი... 9 აგვისტოს სენაკის ბაზას ბომბავდა მტერი. პირველ დაბომბვას გადაურჩა, მეორე დაბომბვისას კი... 20 ნაბიჯში დაეწია სიკვდილი - ოცი ნაბიჯიღა იყო სანგრამდე... და ოცის ნაცვლად ერთი ნაბიჯი გადადგა - უკვდავებისკენ... გოგა ჭითანავა 1987 წლის 30 ოქტომბერს დაიბადა ხობში. დაამთავრა სოფელ ხეთის საშუალო სკოლა. მშობლებისთვის მეორე, უმცროსი ვაჟი იყო, თუმცა დედა გაიხსენებს, რომ გოგა იყო უფროსი, ვიდრე მასზე 2 წლით..........

ჭიტაძე თეიმურაზ მხედრული მამაცობის მედალი
დაიბადა

1979

დაიღუპა

2008

წოდება

კაპიტან-ლეიტენანტი

დაჯგუფება

სამხედრო საჰაერო ძალები

ბიოგრაფია

თეიმურაზ ჭიტაძე წოდებით კაპიტანი იყო. ფოთის სამხედრო საზღვაო ბაზაზე მსახურობდა. ფოთის პორტის დაბომბვისას კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა მისი სიცოცხლე. ომში რომ წავიდა, 29 წლის იყო. მაკა დარბაიძე, მეუღლე: „პირველი შვილი იყო. 1979 წლის 30 მაისს, სოფელ გურიანთაში დაიბადა. ორი ძმა ჰყავს. საშუალო სკოლაც გურიანთაში დაამთავრა. ძალიან კარგი მოსწავლე ყოფილა. სკოლის დამთავრების შემდეგ ბიძამ უკრაინაში წაიყვანა. სწავლობდა სამხედრო აკადემიაში და პარალელურად მუშაობდა. უკრაინიდან რომ ჩამოვიდა, მაშინ გავიცანი. ერთმანეთს დეიდაჩემთან შევხვდით. ჩემი დეიდაშვილის ქორწილში ამიხსნა სიყვარული. მაშინ 22 წლის ვიყავი, თეიმურაზი 5 წლით იყო უფროსი... სამი წელი ვიყავით შეყვარებულები. ბოლოს გავიპარეთ და დავოჯახდით. წლისთავზე..........

ჭონიშვილი ოლეგ ვახტანგ გორგასლის ორდენი - I ხარისხი
დაიბადა

1977

დაიღუპა

2008

წოდება

კაპრალი

დაჯგუფება

ბიოგრაფია

გორის რაიონში, სოფელ ახალხიზაში ერთი პატარა გოგონა – ელენიკო დარბის. როცა ვინმე გააბრაზებს, ემუქრება: დაიცა, მამა მოვიდესო… არადა იცის, რომ მამა უფალთანაა. ხანდახან ბებოს ეხვეწება, როცა იქ წახვალ, მამას ხელი მოჰკიდე და წამოიყვანეო… ბავშვური ლოგიკით ცდილობს, მამა დაიბრუნოს. მამა, რომელიც რუსებმა მოუკლეს. ოლეგ ჭონიშვილი მემიზნე ოპერატორი იყო და გმირულად დაიღუპა. ოდედა იმ დღეს – 1977 წლის 27 იანვარს იხსენებს, როცა ოლეგი მოევლინა ქვეყანას… მანანა ჭონიშვილი, ოლეგის დედა: „ოლეგი პირველი შვილი იყო… ძალიან წყნარი და დამჯერი ბავშვი. საბავშვო ბაღში არ დამყავდა, ჩემთან იყო ხოლმე... სკოლაში თავიდან კარგად სწავლობდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, ბოლო კლასებშიც ბრწყინვალედ სწავლობდა-მეთქი…“ მესამე კლასიდან ჭიდა..........