1987
დაიღუპა2008
წოდებაკაპრალი
დაჯგუფებამამუკა ირაკლიზე ერთი წლით უმცროსი იყო, მაგრამ ძმა დაელოდა და სკოლაში ერთად წავიდნენ – ერთ კლასში სწავლობდნენ. სავალდებულო სამსახურიც ერთად მოიხადეს და კონტრაქტზეც ერთად დარჩნენ. ერთ ასეულში მსახურობდნენ. აგვისტოს ომშიც ერთად წავიდნენ. ორივე ტანკებით. მამუკას ოცეული ცხინვალში შევიდა, ირაკლის ოცეული ცხინვალის მისადგომებთან. ირაკლის ტანკი რომ აუფეთქეს, ავტომატით შეჰყვა მეოთხე ბრიგადის ბიჭებს. ძმას ეძებდა ბრძოლის ველზე. მერე გაიგო, რომ მამუკა დაჭრილა. შინ გადარეკა, მამუკას მიხედეთ, დაჭრილებში ეძებეთო. მამუკა კი... სნაიპერის ტყვიით შუბლგახვრეტილი გააცალეს ბრძოლის ველს. მასაც აუფეთქდა ტანკი, კანტუზიაც მიიღო, მხარშიც დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის ველი არ დატოვა. არადა უკვე დაბომბვაც დაწყებული იყო. დატოვა ..........
1987
დაიღუპა2008
წოდებაკაპრალი
დაჯგუფებამე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ოპტიმისტი, რადგან ჭეშმარიტი ქართველი ყოველთვის იყო, არის და იქნება, ბუნებით ოპტიმისტი. ქართველს რომ მომავლის იმედი არ ჰქონოდა, აქამდე ვერ მოვიდოდა. ნათქვამია, აღმართს დაღმართი მოსდევსო და პირიქით. რეალურად ასეცაა, საქართველო მრავალგზის აყვავდა და მრავალჯერ დაინგრა. დღესაც დანგრეულიდან იწყებს შენებას საქართველო, ანუ შეუდგა აღმასვლას. იმედი მაქვს, საქართველო სულ მალე იქნება მსოფლიოს თვალი, თავისი კულტურით, სილამაზითა და სიძლიერით. საქართველოს აღმასვლასა და გაძლიერებას სჭირდება თითოეული ჩვენგანის დაუღალავი შრომა და გვერდში დგომა. სამშობლოს ტკივილი თითოეული ჩვენგანის ტკივილი უნდა იყოს. მისი სიხარული – ჩვენი სიხარული. ამას, რაც მალე შეიგნებს და გაითავისებს თით..........
1986
დაიღუპა2008
წოდებარეზერვისტი
დაჯგუფებადედას ორი ვაჟი ჰყავდა – გოგა და გიორგი. საქართველოს რომ რუსეთი დაესხა თავს, 8 აგვისტოს, დილას, დედამ ბიჭები ვერ დააკავა – დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, ისინი რეზერვში წავიდნენ. დედა, მეზობლებთან ერთად, ტელევიზორს იყო მიჯაჭვული. დაბომბვის ხმა რომ მოესმა, მიხვდა, სენაკის ბაზა იბომბებოდა. ვერც ერთს ვერ უკავშირდებოდა ტელეფონით. დედ-მამა ბაზაზე გავარდნენ. დედა ყველას, ვისაც კი თვალს მოჰკრავდა, შვილების ამბავს ეკითხებოდა. „რატომღაც სულ გოგას ვიძახდი, გიორგი არ მიხსენებია, ეს, ალბათ, რაღაც წინათგრძნობა იყო...“ – იტყვის დედა. დედა სიბნელეში ეძებდა შვილებს. უცებ მოესმა: „ბერაიას ბიჭი დაიღუპაო“. მივარდა დედა, სახელს ეკითხებოდა. არ ვიცითო, ეუბნებოდნენ... დედას შეატყობინეს, რომ გიორგი დაჭრილი იწვა ხო..........
1986
დაიღუპა2008
წოდებაკაპრალი
დაჯგუფებაბედნიერი იყო გალელი ბიჭი ცხინვალში რომ შევიდა. თანაც თავის დაბადების დღეზე – ის იმ დღეს, 8 აგვისტოს გახდა 21 წლის და... და დაიღუპა კიდეც, დაიღუპა დაბომბვისას, როცა მეხუთედ შედიოდა ცხინვალში დაჭრილების გამოსაყვანად. 17 წლის იყო ჯარში რომ წავიდა, 17 წლის იყო ცოლი რომ შეირთო. 21 წლისამ თავი გასწირა. თანამებრძოლნი გაიხსენებენ, რომ უშიშრად, თავდაუზოგავად იბრძოდა. ბადრი ბერანძე გალში დაიბადა, მაგრამ მტერმა მალე მოსწყვიტა პატარა ბადრი მშობლიურ გალს. ქობულეთში იზრდებოდა. ესლიო სიგუა, დედა: `ძალიან მოსიყვარულე, ცელქი და ეშმაკი იყო პატარაობისას. სკოლაშიც კარგად სწავლობდა, მაგრამ მოუსვენარი იყო, მასწავლებელს ეუბნებოდა - 45 წუთი ერთ ადგილას რა დამაჯენსო~. ბავშვობიდან გიჟდებოდა სამხედრო ფორმაზე. 17 წლის ..........
1972
დაიღუპა2008
წოდებაუფროსი ლეიტენანტი
დაჯგუფება9 აგვისტოს რუსულმა ავიაციამ იერიში გორზე მიიტანა. იმ ავბედით დღეს საქართველოს ისტორია, სამშობლოსთვის თავდადებული გმირების სახელებით, ისევ შეივსო. არჩილ ბერიანიძე გორის ნაწილის დაბომბვის დროს დაიღუპა. გული უგრძნობდა, მაგრამ წამიც არ შეყოვნებულა, ისე გავიდა ბრძოლის ველზე. დღეს მის საქმეს მეუღლე აგრძელებს, ნათია გოგიშვილმა აჩის სახელზე ფორმა ჩაიცვა. გოგიშვილი ნათია, მეუღლე: „ომი რომ დაიწყო არასდროს მიფიქრია, რომ აჩის რამე დაემართებოდა. თვითონ მას ჰქონდა წინათგრძნობა. გაიძახოდა, მე მალე მოვკვდებიო და ბავშვებს განსაკუთრებულად ეფერებოდა. ბოლო პერიოდში სასწაულად მოსიყვარულე და თბილი გახდა. ძალიან შეიცვალა. არ მეგონა თუ ეს ის აჩიკო იყო. მეტ დროს ბავშვებთან ატარებდა. არსად არ უშვებდა, სულ უნდოდა, რომ..........