1973
დაიღუპა2008
წოდებაკაპრალი
დაჯგუფებაერთხელ ცოცხლობს და ერთხელ კვდება ქართველი კაცი, მტრის სისხლით სავსე, ზოგჯერ მისვამს ეს სავსე თასი, ეი, ძმობილო სიკვდილს რად ეძებ, აცადე ღმერთსა, ვიდრე ის თვითონ მიგიყვანდეს სამარეს შენსას... ეს პატარა, ხაიამის სტილში ნაწერი ლექსი ნაზი ბერიკაშვილმა მეუღლის საფულეში იპოვა. იმ საფულეში, რომელიც ვაზიანიდან წამოიღო – მეუღლის გმირულად დაღუპვის შემდეგ. ეს ლექსი დაწერილია სიკვდილამდე 2 დღით ადრე... გიორგი ბერიკაშვილი 9 აგვისტოს დაიღუპა ცხინვალში – მტერმა მისთვის ოცზე მეტი ტყვია გაიმეტა... დაიბადა და გაიზარდა თბილისში, იპოდრომთან. ბავშვობა ლაღი და უზრუნველი ჰქონდა. დედისერთა იყო, თან საკმაოდ გვიან შეძენილი და ანებივრებდნენ. მშობლები თან ჰყვებოდნენ, ყველა სურვილს უსრულებდნენ, მაგრამ აი, სპორტულ შეჯიბრ..........
1974
დაიღუპა2008
წოდებაკაპრალი
დაჯგუფებაშინდისში მტრის ალყაში მოქცეულს, სიცოცხლე სნაიპერმა მოუსწრაფა. სწორედ იქ, სადაც გმირმა ზოიძემ და მისმა ნათლიამ აიფეთქეს თავი, რომ ტყვეობაში არ ჩავარდნილიყვნენ. შინდისი შინდისფრად იმ დღეს გმირების სისხლით შეიღება. თემურ ბერიძე დაჭრილი ებრძოდა მტერს, სანამ სამიზნე არ დაადეს. 1974 წლის 17 მაისს დაიბადა ხულოს რაიონში, 2008 წლის 11 აგვიტოს კი შინდისში დაეცა. ფუტკარაძე მანანა, მეუღლე: „ბოლოს 11 აგვისტოს დაგვირეკა. მითხრა: სამშვიდობოზე ვარ გამოსულიო, თუმცა ისიც მითხრა, მამაჩემს და ბავშვებს მიხედეო... თურმე ალყაში იყო, შინდისში, ზოიძემ და მისმა ნათლიამ, რომ აიფეთქეს თავი იმ ტერიტორიაზე. საათნახევარი ყოფილან ალყაში... მერე მითხრეს, როცა ბოლოს დაგირეკა და გითხრა სამშვიდობოს ვარო, მძიმედ დაჭრილი ყოფილა ..........
1976
დაიღუპა2008
წოდებაკაპრალი
დაჯგუფებატ 72 – ტანკი ნომერი 406 - ზაზა `მიმინოს~ ეძახდა თავის ტანკს. ძალიან უყვარდა. ცხინვალში შევიდა, მას მერე არავის უნახავს, არც ცოცხალი და არც გარდაცვლილი. ვინც ბოლოს ნახა ამბობენ, გაშმაგებული იბრძოდა სამშობლოს დასაცავადო. ზაზა ბირთველიშვილი გმირია, უკვდავყოფილი, უსაფლავო. სამადალაშვილი ანა, მეუღლე: „სახლიდან ბოლოს 28 ივლისს გავიდა. ყაზარმული ჰქონდათ გამოცხადებული და სახლში ვერ მოდიოდა. 1 აგვისტოს დაბადების დღე მქონდა და ვერ გამოვიდა. მე ძალიან ნაწყენი ვიყავი. ტელეფონზე დარეკვის უფლებაც არ ჰქონდათ. 2-ში მაინც დამირეკა, მომილოცა. 5-ში გამოუშვეს რამდენიმე საათით, მერე 8-ში დილით დამირეკა 11 საათზე. ცხინვალში უკვე ორჯერ ვიყავით შესულები, ახლა მესამედაც უნდა შევიდეთ და სახლში მოვდივართო. მესამე შესვ..........
1985
დაიღუპა2008
წოდებაკაპრალი
დაჯგუფებაის ერთი ქვიშხეთელი ბიჭი იყო. ჯარში წასვლა დედის ავადმყოფობამ გადააწყვეტინა – დედას მკერდი მოჰკვეთეს... წავიდა და... დაამტკიცა, რომ დედის ნაწოვი ძუძუ არმად არ შერგებია – მტერს თავი შეაკლა. ავადმყოფი დედა ლოგინად ჩავარდა... თავს იმითღა ინუგეშებს, რომ მისი ვაჟი სამშობლოს შეეწირა ზვარაკად... დავით ბლიაძე სულ 23 წლის იყო... ბუხუტი ბლიაძე, მამა: „დათო სიყვარულითა და იუმორით სავსე ბიჭი იყო, მშრომელი, დაუზარელი... ძალიან ხალისიანი, ისე ხუმრობდა, რომ არავის წყენა არ რჩებოდა... სპორტი უყვარდა, ბავშვობაში კრივზეც დადიოდა. თევზაობა უყვარდა, კარგად ცურავდა. ზუსტად იცოდა, სოკო როდის უნდა მოკრეფილიყო, პირველს მას უნდა მოეკრიფა. ჯონჯოლი რომ შემოვიდოდა, აუცილებლად კრეფდა და მოჰქონდა, შრომა უხაროდა. სწავლაც უ..........
1983
დაიღუპა2008
წოდებაკაპრალი
დაჯგუფებაჯარისკაცმა თავის ბიჭუნას ალექსი დაარქვა. მეუღლემ ჰკითხა: „რატომ მაინცდამაინც ალექსი?“ ჯარისკაცი მეუღლეს დაჰპირდა, რომ ბავშვის ნათლობისას ეტყოდა, „რატომ მაინცდამაინც ალექსი“. ბავშვი 28 აგვისტოს უნდა მოენათლათ. 8 აგვისტოს ის გმირულად დაეცა ცხინვალის მისადგომებთან და ეს საიდუმლო თან ჩაიტანა მიწაში, იმ მიწაში, რომლის დაცვასაც შესწირა თავი. თემურ ბოკუჩავა სოხუმელი იყო. 1983 წელს დაიბადა სოხუმში. ათი წლისაც არ იყო, მშობლიური ქალაქი რომ დაატოვებინა მტერმა. ოჯახი სენაკში გადავიდა საცხოვრებლად. სწავლობდა სენაკის მეშვიდე საშუალო სკოლაში, რომელიც ახლა მისი სახელობისაა. მაია ცეცხლაძე, მეუღლე: „ძალიან კარგი მოსწავლე ყოფილა, ამასთანავე, ძალიან ცელქი...“ ბავშვობა დევნილობასა და ოცნებაში გაილია – სოხუმში და..........